დაცვის მხარე პირობითი სასჯელის შემთხვევაში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე თვალს დახუჭავს - ადვოკატი
12 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში დაკავებული ორი ახალგაზრდის ადვოკატი ალი ბადიროვი აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა დაკავებულებზე როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად იძალადეს.

12 აპრილს, საღამოს საათებში, საპატრულო პოლიციის მანქანა სამ ახალგაზრდას აედევნა. ახალგაზრდების მაქანა სოფელ დაშტაფაში გზიდან გადავარდა და ავარიაში მოყვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებსა და მანქანაში მსხდომ ორ პირს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების დროს სოფლის მოსახლეობამ მანქანაში მყოფი სამივე პირი გადამალა, ხოლო მოგვიანებით სოფელში სპეციალური ოპერაცია ჩატარდა და სამივე მათგანი დააკავეს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ორი დაკავებულის ადვოკატი ალი ბადიროვი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე სამართალდამცველებმა შემთხვევის ყველა ეტაპზე იძალადეს.

„რა თქმა უნდა სამართალდამცველების მხირდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებისგან და სოფლის მაცხოვრებლებისაგანაც ვიცი, რომ თვითონ კონფლიქტის დროსაც იყო მოზარდებზე ძალადობა პატრულის თანამშრომლების მხრიდან, შემდეგ დაკავების პროცესშიც სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან და პოლიციის შენობაშიც იყო გარკვეული ძალადობები, შესაძლოა სამივე დაკავებულის მიმართ მაგრამ მესამე ადვოკატთან შეთანხმებით თავს იკავებს ამ თემებზე საუბრისაგან. მე ამ ეტპაისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ვსაუბრობთ, მაინც არ მოვერიდები მათი უფლებების დარღვევის ფაქტის აღნიშნვნას და გარკვეულწილად პოლიციური რეჟიმის არსებობაზე საუბარს ამ საკითხში. თუ მოხდება საპროცესო შეთანხმება სამართლიანი პირობებით მოზარდების მიმართ და შევძლებთ გამოყვანას თუნდაც პირობითი სასჯელებით, ჩვენ თვალს დავხუჭავთ ყველანაირ ძალადობაზე პოლიციელების მხრიდან“. - აცხადებს ალი ბადიროვი

ორი ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, თუ ორივე მხარე, როგორც ბრალდებულები, ისე სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები აღიარებენ მათ დარღვევებს პროცესი საპროცესო შეთანხმებით დასრულდება.

„პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტს არც ერთი დაკავებული არ აღიარებს, მაგრამ მანქანის ფაქტს აღიარებენ და ინანიებენ. თანამშრომლებზე ძალადობა მათი მხრიდან არ ყოფილა. მძღოლი ნამდვილად იყო ნასვამი, მაგრამ ზუსტად ამიტომ ვამბობთ რომ პატრულის თანამშრომლები არასამართლიანად მოიქცნენ, რადგან პატრულის თანამშრომლები ხედავდნენ თუ როგორ სვავდნენ ეს ბიჭები მაღაზიაში და მანამ არ უთხრეს არაფერი, სანამ ახალგაზრდებმა მანქანა არ დაძრეს. ასე გარისკეს მოზარდების სიცოცხლის ბედი, რადგან წინასწარ იცოდნენ რომ ნასვამი იყო და სწორედ ამიტომ მოხდა ადევნება. მძღოლი ნამდვილად ნასვამი იყო და პარტულიც რომ აედევნა სწორედ ამიტომ გადავარდა არხში. ნაცვლად იმისა რომ პარტული მათი ჯანმრთელობით დაინტერესებულიყო მათ კომფლიქტი გაამწვავეს და ეს კომფლიქტი არა მხოლოდ პარტულსა და ბავშვებს შორისაა არამდე პრატრულსა და მთელს დაშტაფას შორის და ამ ბავშვებზე გადატყდა ჯოხი. ვფიქრობ არ შეიძლება პატრულის ასეთი არაადამიანური მოპყრობა, თუნდაც იურიდიულად ჰქონდეს უფლება აედევნოს მანაქნას და არხში გადააგდოს“. - აცხადებს ალი ბადიროვი

დაშტაფაში დაკავებული სამი ახალგაზრდის მომდევნო სასამართლო სხდომა 7 ინისსაა ჩანიშნული. ადვოკატი იმედოვნებს, რომ მანამდე შეძლებენ საპროცესო შეთანხმების შედგენას და ახალგაზრდები ციხეში არ ჩაჯდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამი პირი: 2003 წელს დაბადებული ა.ბ., ამავე წელს დაბადებული გ.ო და 2002 წელს დაბადებული ე.კ. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ა.ბ.- მ მიმდინარე წლის 12 აპრილს, მარნეული - სადახლოს საავტომობილო მონაკვეთზე, ავტომობილით გადაადგილებისას ავარიული სიტუაცია შექმნა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას ავტომობილის გაჩერებისკენ მოუწოდეს. სამართალდამცველების მოწოდებას მძღოლი არ დაემორჩილა. გზა განაგრძო მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მიმართულებით, თუმცა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, მოცურდა და გადაბრუნდა. ა.ბ.- მ და ავტომობილში მასთან ერთად მყოფმა პირებმა გ.ო.-მ და ე.კ.-მ სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა,დააზიანეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ავტომობილი.

ინციდენტისას შემთხვევის ადგილზე შეიკრიბა ადგილობრივთა ნაწილი, რომლებმაც სამართალდამცველებს ინციდენტში მონაწილე პირების დაკავებაში შეუშალეს ხელი და მათ ადგილიდან მიმალვა მოახერხეს. ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული მძღოლი და მისი ორივე მგზავრი პოლიციამ მალევე დააკავა.

პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“
- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები