საკრებულოს გადაწყვეტილება და მერიის პასუხი ერთმანეთს არ ემთხვევა- მერიის პასუხი დიდ ბეგლიარში შევცლილ პროექტზე

„2023 წელს სოფელ დიდ ბეგლიარში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’-ის ფარგლებში, გამართულ საერთო კრებაზე, დამსწრე მოქალაქეებმა ხმათა უმრავლესობით აირჩია სპორტულ მოედანთან ტრენაჟორების მოწყობის პროექტი.“

- გვწერს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია რადიო „მარნეულის“ წერილის საპასუხოდ, სადაც ვითხოვდით გავერკვიეთ, მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიმდინარე წლის 4 აპრილს მიიღეს. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით–ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, ადილ ალიევმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს განუცხადა, რომ წერილით ითხოვენ 2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პროექტის შეცვლას და მოწონებას.



საუბარია დიდ ბეგლიარზე, სადაც ალიევის თქმით,მოსახლეობა სარწყავი არხის გადასასვლელი ხიდის ნაცვლად გზის მოხრეშვას ითხოვდა. შეიძლება ითქვას, რომ ალიევის განცხადება არ ემთხვევა მერიის მიერ გამოგზავნილ პასუხს და საკრებულოზე მიღებული გადაწყვეტილება არ ასახავს მოსახლეობის სურვილებს.


მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიიდან 6 აპრილის შემდეგ ველოდებოდით პასუხს, გაგვეგო 2023 წლის 4 აპრილს, საკრებულოზე გამოტანილი საკითხის შინაარსი და ავთენტურობა სოფელ დიდ ბეგლიართან დაკავშირებულ პროექტის ცვლილებაზე. 4 აპრილს გახდა ცნობილი, რომ დიდ ბეგლიარში სარწყავი არხის გადასასვლელი ხიდის მოწყობის ნაცვლად, მოსახლეობის თხოვნით გზა მოიხრეშებოდა.



რადიო „მარნეულმა“ ადგილობრივებს ჰკითხა, ჰქონდათ თუ არა ინფორმაცია შეცვლილ პროექტზე. გამოკითხულთა უმრავლესობას სჯეროდა, რომ ხიდის მშენებლობა უახლოეს პერიოდში ისედაც დაიწყებოდა, რადგან მის გაკეთებას მხარი გასულ წელს დაუჭირეს და პროექტის ცვლილებაზე არაფერი სმენიათ. მაშინ მერიამ ამ საკითხზე კომუნიკაცია ტრადიციულად წერილობითი კომუნიკაცია არჩია .

რა ვკითხეთ მერიას:

„რის საფუძველზე უყარეს კენჭი აღნიშნულ საკითხს 4 აპრილს, ჰქონდა თუ არა მოსახლეობას შემოტანილი წერილი მერიაში, მიუთითეთ რამდენი ხელმომწერი ჰყავს წერილს და როდისაა დარეგისტრირებული. გთხოვთ, ასევე მოგვაწოდეთ ინფორმაცია, რა გაკეთდა სოფელ დიდი ბეგლიარში 2022 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“

რა მოგვწერეს:

„მიმდინარე წელს, სოფელ დიდ ბეგლიარში ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა’’-ის ფარგლებში, გამართულ საერთო კრებაზე, დამსწრე მოქალაქეებმა ხმათა უმრავლესობით აირჩია სპორტულ მოედანთან ტრენაჟორების მოწყობის პროექტი. რაც შეეხება, 2022 წელს, აღნიშნული პროგრამით გამოყოფილი თანხა გათვალისწინებულია შიდა გზების მოხრეშვისთვის.“ 

პასუხები არასრულია და ის არ ეხმიანება ჩვენს მიერ მიწერილი კითხვის პასუხებს. ერთ-ერთი, რაც პასუხგაცემულად შეიძლება მივიჩნიოთ, 2022 წლის სოფლის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის დასახელებაა, თუმცა არც ის შეესაბამება იმ ოფიციალურ დოკუმენტს, რაც მერიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული. მარნეულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალში წერია, რომ დიდ ბეგლიარში მოსახლეობამ მხარი სარწყავ არხზე ხიდის მოწყობას დაუჭირა.



ყველაფერი ამის გათვალისწინებით ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი და ბუნდოვანი რჩება კითხვები, რის საფუძველზე უყარე კენჭი საკრებულომ სოფელ დიდი ბეგლიარში პროექტის შეცვლას, რამდენი ხელმომწერი ჰყავდა განცხადებას და რა გაკეთდა გასული წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით.



 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები