მარნეულის მუნიციპალიტეტში 107 500 ადამიანი ცხოვრობს - საქსტატი
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 107 500 ადამიანს შეადგენს. მონაცემები 2023 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს. 107 500 ადამიანიდან ქალაქ მარნეულში 23 900 ცხოვრობს, ხოლო სოფლად 83 600 ადამიანი. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი ადამიანი მარნეულში 1994 წელს ცხოვრობდა, მაშინ მარნეულის მოსახლეობის რაოდენობა 128 300 იყო. 28 წლის განმავლობაში მარნეულის მოსახლეობის რაოდენობა 20 800 ადამიანით შემცირდა.

2022 წლის განმავლობაში მარნეულში სულ 1 513 ბავშვი დაიბადა. ქალაქ მარნეულში 292, ხოლო სოფლებში 1 221. მარნეულში დაბადებული ბავშვებიდან 818 ბიჭი, ხოლო 695 გოგოა.

გასულ წელს მარნეულში 998 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 208 საქალაქო დასახლებაში, ხოლო 789 სასოფლო დასახლებაში.

სტატისტიკურ მონაცემებში ასახულია მარნეულში რეგისტრირებული ქორწინებისა და განქორწინების მაჩვენებელიც. 2022 წელს მარნეულის მასშტაბით 807 ახალი ოჯახი შეიქმნა, აქედან 165 საქალაქო დასახლებაში, ხოლო 642 სასოფლო დასახლებაში. რაც შეეხება რეგისტრირებული განქორწინების მაჩვენებელს, გასულ წელს მარნეულში 237 განქორწინება დარეგისტრირდა, მათგან 53 საქალაქო დასახლებაში, ხოლო 184 სასოფლო დასახლებაში.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები