მარნეულში პენსიას 18 032 ადამიანი იღებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. მონაცემები სხვადასხვა სახითაა დამუშავებული და მოიცავს თითოეულ მუნიციპალიტეტს.

2023 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, პენსიას 18 032 ადამიანი იღებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული რაოდენობა მუნიციპალიტეტში პენსიის მიმღებთა რეკორდული რაოდენობაა. სტატისტიკური მონაცემები 2012-დან 2022 წლამდე პერიოდს მოიცავს, თითოეულ წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში პენსიის მიმღებთა რაოდენობა იზრდებოდა.

გთავაზობთ მარნეულის მუნიციპალიტეტში პენსიის მიმღებ პირთა რაოდენობიას წლების მიხედვით:
2012 წელი - 12 386 პენსიონერი
2013 წელი - 12 662 პენსიონერი
2014 წელი - 13 013 პენსიონერი
2015 წელი - 13 406 პენსიონერი
2016 წელი - 13 934 პენსიონერი
2017 წელი - 14 542 პენსიონერი
2018 წელი - 15 213 პენსიონერი
2019 წელი - 15 973 პენსიონერი
2020 წელი - 16 780 პენსიონერი
2021 წელი - 17 404 პენსიონერი
2022 წელი - 18 032 პენსიონერი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 107 500 ადამიანს შეადგენს.

გარეკანის ფოტო: რადიო "მარნეულის" არქივი
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები