მარნეულში სოციალურ შემწეობას 3 320 ოჯახი იღებს
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2022 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. სტატისტიკურ მონაცემებში ასახულია სოციალური პაკეტის და საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობაც.

2022 წელს მარნეულის მასშტაბით სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა 3 320. 2022 წელს სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა ბოლო სამი წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 2019 წელს სოციალურ პაკეტს 3 341 ადამიანი, 2020 წელს 3 353 ადამიანი, ხოლო 2021 წელს 3 464 ადამიანი იღებდა.

საარსებო შემწეობას მარნეულის მასშტაბით 3 690 ოჯახი იღებს. აღსანიშნავია, რომ საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებთა რაოდენობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ყოველწილურად იზრდება.
2012 წელი - 1 289 ოჯახი
2013 წელი - 1 133 ოჯახი
2014 წელი - 1205 ოჯახი
2015 წელი - 1 195 ოჯახი
2016 წელი - 1 908 ოჯახი
2017 წელი - 2 117 ოჯახი
2018 წელი - 2 199 ოჯახი
2019 წელი - 2 276 ოჯახი
2020 წელი - 2 900 ოჯახი
2021 წელი - 3 495 ოჯახი
2022 წელი - 3 690 ოჯახი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 107 500 ადამიანს შეადგენს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები