სოფელ დიდ მუღანლოში 27 წლის მამაკაცი მდინარე ხრამში დაიხჩო
მარნეულის მუნიციპალიტეის სოფელ დიდ მუღანლოში 27 წლის მამაკაცი მდინარე ხრამში დაიხჩო.
შემთხვევა 30 აპრილს მოხდა. ადგილობრივების თქმით, სამი მამაკაცი მდინარესთან თევზის უკანონო დაჭერით იყვნენ დაკავებულები რა დროსაც მათ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიუსწრეს. სამმა პიროვნებამ მიმალვა სცადა. მათ შორის ორი კაცი ხრამში გადახტა. ხრამიდან ერთი მამაკაცის გამოყვანა შეძლეს, ერთი კი რამდენიმე საათში გარდაცვლილი იპოვეს.

სოფლს რწმუნებულის თქმით, გარდავლილი მამაკაცი 27 წლის იყო.

გარემოსდაცვით ზედამხედველობის დეპარტამენტში ფაქტთან დაკავშებით კომენტარს არ აკეთებენ

შინაგან საქმრთა სამინისტრო 115 ხუმლით დაიწყო გამოძიება რაც, თვთმმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები