მარნეულში ხალიჩების გამოფენა- მასტერკლასი გაიმართა
4 მაისს, მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ხალიჩების გამოფენა- მასტერკლასი გაიმართა.

ღონისძიება ბიბლიოთეკის მიმდებარე სკვერში ჩატარდა , სადაც წარმოდგენილი იყო კულტურის ცენტრთან არსებული ხალხური რეწვის სტუდიის „ხალიჩების გამოფენა–მასტერკლასი“

„სამწუხაროდ, ეს კულტურა მხოლოდ ოჯახებშია დარჩენილი და გადაცემა ამ ცოდნის ძალიან ცოტა სივრცეში ხდება. ჩვენი არის ერთ-ერთი და ამით ძალიან ვამაყობთ. ძალიან ვამაყობთ, რომ აქ ჩვენთან რაც ისწავლება, ეს არის ადგილობრივი აზერბაიჯანული თემის ინდივიდუალური ხელობა და წესი, როგორ იქსოვება ხალიჩა. ორნამენტებიც კი არის ადგილობრივი აზერბაიჯანული თემისთვის დამახასიათებელი.“ - ამბობს კულტურის სახლის ხელმძღანელი ნატო შავიშვილი.

გამოფენაზე დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ტრადცული ხალიჩები. გაცნობოდნენ აზერბაიჯანული ხალიჩების ქსოვის სტუდიის საქმიანობას. გაიმართა პრეზენტაცია თემაზე " აზერბაიჯანულ ხალიჩების ქსოვის ტრადიცია". მოეწყო ძაფის შეღებვის მასტერკლასი.




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები