თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის და სკვერის მოწყობა 681 697 ლარად იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმი და სკვერი მოეწყობა. მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თამარისში სკვერის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 28 აპრილს გამოაცხადა. სკვერის მოწყობის პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტი ითვალისწინებს სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობასაც.

„პროექტი ითვალისწინებს, დაბა თამარისში, სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის კონსტრუქციულ ნაწილს, პროექტი შედგა წარმოდგენილი არქიტექტურული ნაწილის და გეოლოგიის საფუძველზე“. - აღნიშნულია განმარტებით ბარათში

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თამარისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა მირზა ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ თამარისის მოსახლეობა წლების განმავლობაში ითხოვდა სკვერის მოწყობას.

„ტერიტორია, სადაც სკვერი უნდა მოეწყოს სამშენებლო ნარჩენებითაა სავსე. გაასუფთავებენ ამ ადგილს და ლამაზი სკვერი მოეწყობა. წლებია მოსახლეობა ამას ითხოვდა“. - აღნიშნა მირზა ჟორჟოლიანმა

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ თამარისში სკვერისა და სვანური ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობის სამუშაოების შესყიდვისათვის 681 697 ლარის ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 14-დან 19 მაისამდე პერიოდში შეეძლებათ. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 270 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები