წერეთელში წყალმომარაგება, სავარაუდოდ, დღეს აღდგება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში წყალმომარაგება, სავარაუდოდ, დღეს აღდგება.

ადგილობრივების თქმით, სასმელი წყალი სოფელს 4 მაისიდან არ მიეწდება. როგორც რადიო მარნეულს მუნიციპალურ კომპანია შპს „სოფწყალში“ განუცხადეს, პრობლემა დაზიანებული ძრავის გამო შეიქმნა, რომლის შეკეთებასაც თბილისიდან ჩამსული სპეციალისტები ამ დრომდე ცდილობენ.

„ავარიულად არის დაზიენებული. ადგილზე ვართ ახლა, აქ არიან თბილისიდან ჩამოსული ხელოსნები და ვაკეთებთ. როგორც კი გაკეთდება, მაშინვე გავუშვებთ წყალს. დღეს უნდა გაკეთდეს, თუმცა რა დროს, ამას ვერ გეტყვით. 132 კილოვატიანი ძრავია დაზიანებული“ - უთხრა რადიო „მარნეულს“ „სოფწყალის“ წარმომადგენელმა, ალეკო მამუკაშვილმა.

აღსანიშნავა, რომ სოფელ წერეთელს სასმელი წყალი გრაფიკით, კვირაში ოთხჯერ მიეწოდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები