მარნეულელი გიორგი მირზოიანი კიკბოქსინგში ევროპის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა
მარნეულელი სპორტსმენი გიორგი მირზოიანი, კიკბოქსინგში, ევროპის ღია პირველობის ჩემპიონია.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 4-7 მაისს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში, გაიმართა ევროპის ღია პირველობა კიკბოქსინგში, სადაც წარმატებულად იასპარეზეს მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის სპორტსმენებმა.

51 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა გიორგი მირზოიამა, 60 კგ წონით კატეგორიაში ტურნირის ვიცე ჩემპიონი ემინ ხუდაევი გახდა, ხოლო აბსოლუტურ წონით კატეგორიაში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა მიხეილ ცარციძემ. სპორტსმენების პირადი მწვრთნელია კახა ჭკადუა.

ჩემპიონატში მონაწილეობდნენ საქართველოს, სომხეთის, ლატვიის, ესტონეთის, სლოვაკეთისა და უზბეკეთის წარმომადგენელი სპორტსმენები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები