მარნეულში „საზაფხულო ბაღი“ მოთხოვნის შემთხევაში წელს იმუშავებს- ზაურ ქარამოვი
სამწლიანი პაუზის შემდეგ წელს პირველად გახდება შესაძლებელი მარნეულში „საზაფხულო ბაღმა“ იფუნქციონიროს.

„საზაფხულო ბაღი“ ორი წლის განმავლობაში პანდემიის გამო, ხოლო ერთი წელი, რემონტის გამო ვერ მუშაობდა. მარნეულის საბავშვო ბაღებში არდადეგები 31 ივნისს დაიწყება. როგორც ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი, ზაურ ქარამოვი განმარტავს, „საზაფხულო ბაღის“ მუშაობა მომართვიანობაზე იქნება დამოკიდებული. თუ მსურველები იქნებიან, ბაღი მუშაობას დამატებით ერთი თვის განმავლობაში, ივლისის თვეშიც გააგრძელებს.

თუ მოთხოვნა გვექნება „საზაფხულო ბაღზე“, იფუნქციონირებს. N1 ბაღში იყო ხოლმე ყოველ წელს. რემონტის შემდეგ მუშაობა უკვე განაახლეს და შესაძლებელი იქნება ბავშვები მივიღოთ. თუ მოთხოვნა იქნება, ერთი თვე კიდევ გაგრძელდება სააღმზრდელო პროცესი და ერთ ჯგუფს გავხსნით“- ამბობს ქარამოვი.

საზაფხულო ბაღების“ მუშაობის პრაქტიკა მარნეულში წლებია არსებობს. საზაფხულო ბაღის ფუნქციას მუნიციპალიტეტში N1 საბავშვო ბაღი ითავსებს. „საზაფხულო ბაღი„ დასაქმებული მშობლების ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები