დიაბეტიანი ბავშვების გამოწვევები რეგიონებში
მარნეულელი მარიამ სამხარაძის 5 წლის შვილს შაქრიანი დიაბეტის დიაგნოზი 2020 წლის თებერვალში დაუსვეს. უკვე ორი წელია რაც საკვების რაციონის გაზომვა, ბავშვის სისხლიში შაქრის დონის კონტროლი, ინსულინის მარაგის შეგროვება და მცირეწლოვანისათვის მუდმივი მეთვალყურეობა მარიამის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, დიაბეტის დიაგნოზის მქონე ბავშვს ჯანსაღი განვითარებისთვის კიდევ მრავალი სერვისი სჭირდება, რომელიც ოჯახის შეაძლებლობებს აღემატება. მარიამ სამხარაძე, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრები სხვა დიაბეტიანი ბავშვსების მშობლები ფიქრობენ, რომ მათ შვილებს არ მიეწოდებათ ყველა ის სერვისი რაც დაავადების კონტროლისთვის და ჯანსაღი ცხოვრებისთის არის აუცილებელი.
ერთ-ერთი პირველი საზრუნავი გლუკოზის უწყვეტი მონიტორინიგის ე.წ. CGM სისტემაა, რომლის დახმარებითაც ტიპი1 შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვებს აღარ უწევთ დღეში რამდენჯერმე ჩხვლეტა შაქრის დონის გასაზომად.

2022 წლის ივლისიდან საქართველოს ხელისუფლებამ პირველად დააფინანსა გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა. მარიამმა სისტემა ამ პროგრამის ამოქმედებამდე შეიძინა და ახლა „ლიბრე“-ს აპარატს იყენებს, მაგრამ მთავრობა ამ აპარატს არ აფინანსებს.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებით, შესყიდვის პროცესში, გამოვლინდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთ მწარმოებელს, კომპანია „მედტრონიკს“ (Medtronic Diabetes) ჰქონდა პროდუქციის მიწოდების შესაძლებლობა. მედიტრონიკის მიერ წარმოებული გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემა „გარდიან ქონექთი“ სმარტფონებთან შეთავსებით მომუშავე ხელსაწყოა რაც ნიშნავს, რომ მას ტელეფონის აპლიკაციის მეშვეობით შეუძლია მონიტორინგის მონაცემების შეკრება და ვიზუალიზაცია. რაც შეეხება „ლიბრეს“, აღნიშნულ ხელსაწყოს აქვს როგორც მიმღების მხარდაჭერა, რაც ნიშნავს, რომ კონტროლი სპეციალური აპარატის საშუალებითაა შესაძლებელი, ისე სმარტფონების აპლიკაციაც.

„რაც სახელმწიფომ დააფინანსა იმას ვერ ვიყენებ რადგან ამაზე (ლიბრე) ვიყავი მიჩვეული და ძალიან რთულია ჯერ ისედაც გადაერთო ახალ აპარატურაზე და მშობლებმაც არაერთი წერილი დავწერეთ, რომ ლიბრეს ფირმის, რომელიც მთელს მსოფლიოში გამოიყენება, შემოეტანა სახელმწიფოს, მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა,“ ამბობს მარიამი.

მუდმივი მონიტორინგის სისტემის შეძენა მარიამს თვეში 150 ლარი უჯდება, მაგრამ შიშობს რომ სისტემის ახალი მოდელი რომელიც სულ მალე ჩაანაცვლებს ძველ მოდელებს 400 ლარი ეღირება.

მარიამის მსგავსად, ორგანიზაცია „მშობლები ტიპი 1 დიაბეტისათვის“ წარმომადგენელი მაცაცო ასათიანიც მიიჩნევს, რომ მშობლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავად აირჩიონ მუდმივი მონიტორინგის ის სისტემა, რომელსაც თავად თვლიან კარგად. ასათიანი აცხადებს, რომ ყველა მშობელს არ აქვს სმარტფონი, შესაბამისად ისინი ვერ იყენებენ „მედიტრონიკი“-ს გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემას და კვლავ ჩხვლეტის დახმარებით ზომავენ ბავშვებში გლუკოზის დონეს.

„არსებობს ესეთი მოსაზრება, რომ დიაბეტი არაა დაავადება და არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. დღისათვის მსოფლიოს ტექნიკური შესაძლებლობები აქვს იმხელა, რომ ეს მოსაზრება რეალობად იქცეს. CGM სისტემების დახმარებით შესაძლებელია, რომ დიაბეტი იყოს მართლაც ცხოვრების ჯანსაღი წესი და არა დაავადება, მაგრამ სამწუხაროდ საქართველოში არ გვაქვს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა ეს სისტემები. დღევანდელობაში საქართველოში არსებული სისტემები არ პასუხობს ამ გამოწვევებს და არაა იმ შესაძლებლობების მქონე, რითაც მოწინავე ქვეყნებში სარგებლობენ,“ ამბობს მაცაცო.

ქვემო ქართლის მასშტაბით, 2021 წლის მონაცემებით, 121 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული მცირეწლოვანი ცხოვრობს. თბილიში მაცხოვრებლებისაგან განსხვავებით ქვემო ქართლში მცხოვრებ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს არ აქვთ ისეთ სარეაბილიტაციო სერვისებზე წვდომა, როგორიცაა დასასვენებელი ვაუჩერები, სპორტული აბონიმენტები და ა.შ. მარიამმა მარნეულის მერიისაგან მხოლოდ ერთხელ მიიღო 800 ლარიანი დახმარება. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის მიხედვით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ ბავშვებს ყოველწლიურად 800 ლარი ეძლევათ. ადგილობრივ სოციალურ პროგრამაში არაა გაწერილი სერვისები კონკრეტულად დიაბეტის მქონე მოქალაქეებისათვის. რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ ამ ეტაპზე მიმინდარეობს მუშაობა, რათა სოციალური პროგრამები ბავშვებისადმი მეტად მოწყვლადი გახდეს, ხოლო კონკრეტულად დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის ცელკე პროგრამის შემუშავება დღის წესრიგში არ დგას.

მაცაცო ასათიანმა გვითხრა, რომ დიაბეტის მქონე ბავშვების მშობლების დიდი ნაწილი რეგიონებში სერვისების არარსებობის გამო თბილისში გადადიან საცხოვრებლად.

„ელემენტარულად რეგინებში არაა ენდოკრინოლოგის მომსახურება, არაა ხელმისაწვდომი კვლევებისა და ანალიზების ჩატარება. მშობლებს ხშირად უწევთ თბილისში ჩამოსვლა ანალიზების გასაკეთებლად და სხვა სერვისების მისაღებად რაც მშობლისთვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, ელემენტარული გზის ხარჯის და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით. ამიტომ, ვისურვებდით რომ ის საშუალებები, რაც თბილისში მაცხოვრებლებს აქვთ ხელმისაწვდომი იყოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვისაც. თბილისის მერია აფინანსებს ბავშვთა საკურორტო ვაუჩერს, რაც გულისხმობს ზაფხულის განმავლობაში ბავშვების დასვენებას, ეს სამწუხაროდ არ აქვს ყველა რეგიონს და ეს ძალიან მნიშნველოვანია ყველა ბავშვისათვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტიანი ბავშვის ფიზიკური განვითარება, მას სჭირდება ენერგიის დახარჯვა რათა შაქარი მოვიდეს მწყობრში და რეგიონებში ეს არ ფინანსდება“.

მაცაცო ასათიანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას ცენტრალიზებული სისტემა დიაბეტის ტიპი 1 მქონე ბავშვების სევრისების დაფინასნსებისათვის, რათა არ მოხდეს დისკრიმინაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მუნიციპალიტეტებში დიაბეტის მქონე ბავშვებისათვის სხვადასხვა სერვისების მიწოდება ძირითადად მერიის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მაცაცო იხსენებს შემთხვევას, როდესაც დედამ მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტს საკურორტო ვაუჩერის დაფინასების მოთხოვნით და მუნიციპალიტეტმა მშობლის მიმართვა დააკმაყოფილა, მაგრამ ამბობს, რომ ესაა ერთეული შემთხვევა, სხვა მუნიციპალიტეტებში კი ამდაგვარი სერვისის მიღება შეუძლებელია.

მუნიციპალურ სერვისებთან ერთად რეგიონებში თითქმის შეუძლებელია ბავშვთა ენდოკრინოლოგის მომსახურების მიღება. სწორედ ბავშვთა ენდოკრინოლოგები აკონტროლებენ შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობას, მათი რაოდენობა კი საქართვეოში საკმაოდ დაბალია.

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომების წყურვილისა და შიმშილის გამძაფრებული შემთხვევა, ხშირი შარდვა, საერთო სისუსტე, წონაში კლება და მხედველობის დაქვეითება. მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების ხელმძღვანელის განცხადებით, მშობლებმა უნდა მიაქციონ ყურადღება აღნიშნულ სიმპტომატიკას და ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დიაბეტის მკურნალობა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული როგორც პაციენტისთვის, ისე მისი ოჯახის წევრისთვის. მრავალ ქვეყანაში ინსულინის ინექციებზე ხარჯი და ყოველდღიური მონიტორინგი ხშირად მოითხოვს ოჯახის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, ხოლო დიაბეტისა და მისი გართულებების ძირითად პრეპარატების რეგულარული მოხმარება ბევრი ოჯახსათვის ხელმიუწვდომელია.

ამ ეტაპზე უცნობია თუ რამდენი ადამიანია საქართველოს მასშტაბით დაავადებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით. ასევე უცნობია დაავადებულთა რაოდენობა მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. აღნიშნულ სტატისტიკას არ აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველობა და არც ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები ამ დრომდე ამაოდ ცდილობენ მათმა შვილებმა მიიღონ ის სერვისები, როგორსაც თბილისში დაბადებული, ან შემდგომ საცხოვრებლად გადასული ბავშვები იღებენ. ადგილობრივ მუნიციპალიტეტს კი იმ სერვისების შემოღება რომელიც დიაბეტით დაავადებული ბავშვების განვითარებისათვისაა მნიშნველოვანი
არც პრიოტირტეტების სიაში აქვს და არც გეგმაში.

რადიო „მარნეული“







Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები