დამია გეორარხის საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
23 მაისს დამია გიორარხის საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას მარნეულის საკრებულოს წევრი ადილ ყურბანოვი, მერიის წარმომადგენელი ამირასლან ამირასლანოვი, სკოლის და ბაღის მასწავლებლები, დაპატიჟებული სტუმრები და სოფლის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძება დამია გიორარხში მოქმედი ბაღის მასწავლებელის მალეიქა ნაგიევას, საიდა ყურბანოვაზ და ნაზლი აშიგოვას მიერ იყო ორგანიზებული.

მალეიქა ნაგიევა რადიო მარნეულთან საუბრისას ამბობს, რომ ჩატარებული ღონისძიება მათთვის დასამახსოვრებელი იყო და მომავალშიც გააგრძელებენ ღონისძიებების ჩატარებას.

აღსანიშნავია,
რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმიწფო დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ნოე ჟორდანიის ხელმძღვანელობით პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობამდე - ორი წლის განმავლობაში არსებობდა. აღნიშნულ დროს საქართველოს დამოუკიდებლობა წამყვანი ევროპული ქვეყნების მიერ აღირაბეული იქნა. საქართველომ დამოუკიდებლობა 70 წლის მერე - 1991 წელს 9 აპრილს აღადგინა.



Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები