ქალაქ მარნეულში ერთადერთი შუქნიშანი რამდენიმე დღეა გათიშულია.
რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ შუქნიშანი
სპეციალურად გათიშეს, რათა დააკვირდნენ თუ რა იწვევს ქალაქში
საცობებს.
„რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაგეგმარება მიდის და
ახლა დაკვირვება ხდეაბ. საცობები რომ იქმნება ხოლმე ამის გამო
შესაძლებელია რაღაცეები შევცვალოთ სამომავლოდა და ამიტომ 10 დღის
განმავლობაში დაკვირვებას ვაწარმოებთ და ამიტომაა დროებით გათიშული
შუქნიშანი“. - განაცხადა მარნეულის
მერიის ქონების
მართვისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა
აგილ ამირჯანოვმა
ამირჯანოვის განმარტებით, მერია მუშაობს ქალაქ მარნეულში რუსთაველის
ქუჩის რეაბილიტაციის პროექტზე რის გამოც მიმდინარეობს მანაქნაების
გადაადგილებაზე დაკვირვება, რათა დადგინდეს თუ რა იწვევს ქალაქში
საცობებს. ამ ეტაპზე უცნობია თუ კონკრეტულად როდის დაიწყება ქალაქ
მარნეულში რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია.
ქალაქ მარნეულში შუქნიშნაი მხოლოდ ერთ ადგილას, ბაზრისა და N5 სკოლის
მიმდებარედ მდებარეობს. შუქნიშანი რამდენიმე დღეა რაც გათიშულია და
მას, სავარაუდოდ, ორშაბათს, 5 ივნისს ჩართავენ.
რადიო „მარნეული“