მარნეულში 15 წლის გოგოს იძულებით ქორწინების ფაქტზე ორი პირი დააკავეს
მარნეულის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

რადიო "მარნეულის" ინფორმაციით დაკავებულია 15 წლის გოგოს მამა, რომელიც არასრულწლოვანს ქორწინებას აიძულებდა და ასევე დაკავებულია სრულწლოვანი კაცი, რომელიც პოტენციური სასიძო იყო.

რადიო "მარნეულს"
შინაგან საქმეთა სამინისტროში ორივე პირის დაკავების ფაქტი დაუდასტურეს. უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ფაქტის გაგებისთანავე მიიღეს შესაბამისი ზომები და ბრალდებულები დააკავეს.

არასრულწლოვნის ქორწინების იძულების ფაქტზე ორი პირი გუშინ, 14 ივნისს, დააკავეს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები