მარნეულის ცენტრალურ პარკის გასამწვანებლად 622 198 ლარი დაიხარჯება
მარნეულის ცენტრალური სკვერის გასამწვანებლად 622 198 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში უკონკურენტოდ გამარჯვებული კომპანია შპს "ქარელი" შეასრულებს.
"კიდევაც დაიზრდებიან"-ის ტერიტორიაზე არსებული სკვერის გამწვანების სამუშეოები შეისყიდვისთვის მერიამ 644 887 ლარიანი ტენდერი მაისის თვეში გამოაცხადა. აღნიშნულმა კომპანიამ კი ტენდერში ნაკისრი ვალდებულებების შერულება საკუთარ თავზე 22 689 ნაკლებ ლარად აიღო.


სატენდერო განაცხადის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე მოხდება ბორდიურების მოწყობა, ბილიკის მოწყობა ბეტონის დეკორატიული ფილებით, ამფითეატრის რეაბილიტაცია, სკვერის შესასვლელში არსებული დაფის რეაბილიტაცია, შადრევნის მოწყობა, სარწყავი სისტემის მოწყობა, მანიშნებელი აბრების მონტაჟი, სანათებისა და გაყვანილობის მონტაჟი და მოხდება გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება.

გამწვანების სამუშაოების მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე დაირგვება ზეთის ხილის, არღვანი-იუდას, იასამნის და ირმის რქის ხეები, ასევე მარადმწვანე ბუჩქები როგორიცაა ოლეანდრა ჭრელფოთოლა, სპირეა, ოლეანდრა და ღვია.

სკვერის ტერიტორიაზე ასევე დაიგება ახალი გაზონის საფარი. აღსანიშნავია, რომ გაზონის საფარი სკვერის ტერიტორიაზე პირველი რეაბილიტაციის დროსაც დააგეს, მაგრამ მზიანი ამინდებისა და უწყლობის გამო გაზონის საფარი გახმა.

მარნეულის ცენტრალური პარკის "კიდევაც დაიზრდებიან" რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა რეაბილიტაციის პროექტი შპს "ინტერტექნოლოგმა" ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.

პარკი ოფიციალურად 2020 წლის 28 თებერვალს გაიხსნა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები