დღეს 12 საათზე საკრებულოს სხდომა გაიმართება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფესიბუქ გვერდზე სხდომის ჩანისვნის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. სხდომა 12 საათზეა დაგეგმილი.  დაგეგმილია 6 საკითხის განხილვა:


1. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. კობა ჩხიტუნიძე/
2. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 09 თებერვლის N02 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
3. „მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიული საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 9 თებერვლის №08
დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. მამუკა შუბითიძე/
4. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მოხელეთა საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 დეკემბრის N31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ნინო ბერიძე/
5. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობისა და მათი თანამდებობრივი სარგოს ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 26 დეკემბრის N76 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ნინო ბერიძე/
6. ,,მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის საწვავისა და სასაუბრო ბარათების ლიმიტის დაწესების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 16 დეკემბრის N71 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
/მომხს. ნინო ბერიძე/
7. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 21 ივლისის N32-322320215 წერილის განხილვის შესახებ.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/
8. სოციალური საკითხები.
/მომხს. ზურაბ ჭონიაშვილი/ 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები