გარევაჭრობასთან საბრძოლველად საკრებულომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გაასხვისა
დღეს, 12 სექტემბერს, მარნეულის საკრბეულოს სხდომაზე განიხილიეს მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებისა და გარე ვაჭრობის საკითხებიც. საკითხის მომხსენებელმა გივი გიორგაძემ განაცხადა, რომ მერიის წერილის მიხედვით, ითხოვენ მოქალაქე თორნიკე რობაქიძეს 15 წლის ვადით, პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის უფლებით მიეცეს 90 კვ.მ მიწის ნაკვეთი შემდგომში მსუბუქი ტიპის კონსტრუქციის განსათავსებლად. საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გააკეთა და
მარნეულის ბაზრის მიმდებარედ არსებულ გარევაჭრობის პრობლემაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, რომ ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ყველას გვიწევს იქ გავლა, თუ რა მდგომარეობაა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სავალი ნაწილის გვერდზე, სადაც არის შესაძლებლობა მუნიციპალიტეტმა იჯარით გასცეს ეს ფართები და რა თქმა უნდა, აქედან იქნება შემოსავალი, როდესაც იჯარას გადაიხდიან. იძულებული ვხდებით, გამომდინარე იქედან რომ ვხედავთ რა მდგომარეობაა. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა ჩვენი მოსახლეობა მაინც აკეთებს იმას, რომ ფაქტიურად გაუვალი ხდება ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. პირდაპირ ქუჩაში დგანან ქალბატონები და იქ ვაჭრობენ. ჩვენ არაერთხელ მივეცით გაფრთხილება. ახლა კიდევ ერთხელ მივცემთ გაფრთხილებას და საქმის კურსში ჩავაყენებთ, რომ ვაპირებთ არსებული მონაკვეთის გასუფთავებას, ზედამხედველობის სამსახურს დავალება მივეცით უკვე. როგორც ავღნიშნე, შუა ქუჩაში ზიან და ვაჭრობენ და ღმერთმა არ ქნას, რომ ვიღაცას მანქანა დაეჯახოს და უბედურება მოხდეს. ამიტომ, მე მინდა გაფრთხილება მივცე ყველას მყიდველსაც და გამყიდველსაც, ვინც იქ ვაჭრობ, რადგან მე ვფიქრობ, რომ ორივენი არღვევენ წესრიგს. იქ არის საშინელი მდგომარეობა, როცა ისინი დგენიან ნაომარი გეგონება იქაურობა იმდენი ნაგავი რჩება. ეს ყველაფერი პრობლემას უქმნის რიგით მოქალაქეებს და მანქანით მოსუარულეებს“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს თავმჯდომარის განმარტებით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია გარემოვაჭრეებისაგან გაანთავისუფლოს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ბოლოს სოციალური საკითხები განიხილეს. მომხსენებელმა თეონა ფარჯიანმა განაცხადა, რომ მერიაში შესულია მანეულში მცხოვრები სამი მოქალაქის განცხადება, რომლებიც განიცდიან მძიმე ეკონომიკურ სიძნელეებ, რის გამოც ერთჯერად ფინანსურ დახმარებას ითხოვენ. საკრებულომ მერიას აღნიშნული პირების დასახმარებლად შუამდგომლობით მიმართა.

საკრებულოზე სულ ოთხი საკითხი იყო გამოტანილი, ოთხივე მათგანზე დეპუტატებმა დადებითი გადაწყვეტილება მიიღეს.


რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები