მარნეულის მერიამ Qvemoqartli.ge-სთან სასამართლო დავა წააგო
მედიაორგანიზაციამ qvemoqrtli.ge მარნეულის მერიას საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მოუგო.

ქვემო ქართლის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორგანიზაციამ მერიისაგან გამოითხოვა შიდა აუდიტის დასკვნები, ხოლო მარნეულის მერიამ აღნიშნული ინფორმაცია არ გასცა.

ქვემო ქართლის მედიის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავდა.

"ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ, სადაც აღნიშნული საქმე განიხილებოდა, სრულად დააკმაყოფილა რეგიონული მედიის მოთხოვნა. საქმის მოსამართლე გახლდათ, ნინო გიორგაძე.

ამ დროისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა შემდგომ ინსტანციაში გადაწყვეტილებას მარნეულის მერია.

Qvemoqartli.ge ელის თვითმმართველობისგან შიდა აუდიტის ანგარიშებს/დასკვნებს". - აღნიშნულია მედიაორგანიზაციის გამცხადებაში

ორგანიზაცია ითხოვს მიაწოდონ საჯარო ინფორმაცია მარნეულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის, 2022 წელს, მომზადებული დასკვნების/ანგარიშების და რეკომენდაციების შესახებ.

უპასუხოდ დატოვებული წერილების შემდეგ, „ ქვემო ქართლის მედიამ – QvemoQartli.ge“ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა მარნეულის მერიას. მხოლოდ საჩივრის შემდეგ, ორგანიზაციამ მიიღო პასუხი მარნეულის მერიისგან.

საპასუხო წერილში, რომელსაც ხელს მარნეულის მერი კენან ომაროვი აწერს ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია უფლებამოსილია არ გაასაჯაროოს შიდა აუდიტორული შემოწმების ანგარიშები.


მარნეულის მერმა უარი უთხრა QvemoQartli.ge- ს შიდა აუდიტის ანგარიშების გასაჯაროებაზე


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები