მერია მარნეულის ჰიმნს ქმნის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა მარნეულის ჰიმნს ქმნის. მარნეულის მერიამ ჰიმნის შექმნისათვის გამარტივებული ხელშეკრულება ლევან მიზანდართან 11 ოქტომბერს გააფორმა.

გამარტივებული ხელშეკრულების მოხსენებითი ბარათის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით ბევრ მუნიციპალიტეტს აქვს საკუთარი ჰიმნი, რომლის გაჟღერება ამა თუ იმ ღონისძიებაზე შთამბეჭდავია და გამოხატავს მუნიციპალიტეტის თავისებურებებს.

„მოგახსენებთ, რომ უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის განვითარების (კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტული, ინფრასტრუქტურული და სხვა) ტემპი საგრძნობლად გაიზარდა. ეს ტენდენცია ნათლად ჩანს მარნეულის მუნიციპალიტეტშიც. ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხა საკმაოდ გაზრდილია, ხარისხი კი გაუმჯობესებული.
მიზანშეწონილად მიმაჩნია, კონსულტაციები გაიმართოს კომპოზიტორებთან დაიწეროს მარნეულის ჰიმნი, გაკეთდეს არანჟირება, ჩაიწეროს სტუდიურად და გაჟღერდეს ღონისძიებებზე“.
- აღიშნულია მერიის ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის, ბავშვის კეთილდღეობის დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო დეკანოიძის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერია ლევან მიზანდარს მარნეულის ჰიმინის შექმნაში 6 500 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, მიზანდარმა მარნეულის ჰიმნი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა დაწეროს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები