ალი ალიევი კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს საქართველოს წარმომადგენლის პოზიციიდან იანვრიდან მოხსნეს
31 ოქტომბერს, მარნეულში, პალესტინის მხარდამჭერი აქციის დროს , ყველასთვის ცნობილი იყო რომ თავდაპირველად სიტყვით გამოდიოდა კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელი საქართველოში, ალი ალიევი. როგორც მოგვიანებით ამავე ორგანიზაციიდან მოგვაწოდეს ინფრმაცია, ალი ალიევი საქართველოს წარმომადგენლობის პოზიციიდან 2023 წლის ინავრიდან გათავისუფლდა. მიზეზად კი ორგანიზაციისა და მისი შეხედულებების შეუსაბამობა დასახელდა.

რადიო „მარნეული“ აქციის ჩატარების დღესვე დაუკავშირდა ალი ალიევს. მან სხვადასხვა მიზეზის დასახელებით
უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე. დაკავშირების დამატებითი მცდელობებს მიუხედავად, ზარებს პასუხს არ სცემდა. ალი ალიევმა მარნეულში აქციაზე გამოსვლის დროს საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, ევროკავშირის ქვეყნები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ტერორისტებად მოიხსენია.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს საზოგადოებასთან უერთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა სატელეფონო კომენტარის დროს აღნიშნა, რომ ალი ალიევი მათ ორგანიზაციას იანვრიდან აღარ წარმოადგენს.
„მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვასთან დაკავშირებით, 2023 წლის იანვარში, შესაბამისი ბრძანებით მას საქმიანობა შეუწყდა. საქმიანობის ვადის გახანგრძლივება მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს დავალებების შესრულების უუნარობის, სამუშაოში დაშვებული შეცდომების გამო. მისი ნებისმიერი აზრი და მოსაზრება არ ასახავს ჩვენი ოფისის პოზიციას“- ამბობს კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი.

მარნეულში „ჰამასის“ მხარდამჭერი აქციის დროს, კავკასიის მუსლიმანთა სამმართველოს წარმომადგენელმა საქართველოში ალი ალიევმა საქართველოს პარტნიორი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები ტერორისტებად მოიხსენია.

„ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო ყველას ვუხდით მადლობას რომ მიიღეთ ეს მოწვევა და მობრძანდით აქციაზე. მთავარი ის კი არ არის ცოტანი ვართ თუ არა აქ, მთავარია რომ შინაგანი წუხილი გამოვთქვათ, ეს არის მნიშვნელოვანი. უკვე მესამე კვირაა ყველა ვხედავთ სიონისტი ისრაელის რეჟიმის მიერ ღაზაში ჩადენილ დანაშაულს. ეს სამი კვირის ამბავი არ არის. ისრაელი სულ ჩადიოდა დანაშაულებრივ ქმედებებს ღაზას ტერიტორიაზე, მაგრამ ახლა ის მარტო აღარაა. ამაში მსოფლიოს ნომერ პრიველი ტერორისტული ქვეყანა აშშ, ევროპის ქვეყნები, ნატო, გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბრიტენეტი ერთად არამხოლოდ პალესტინაში, ღაზაში, არამედ წლებია ერაყში, არაბეთში, სირიაში, იემენში, ლიბიაში ჩადიან ამ დანაშაულებებს. ჩვენ მუსლიმებმა ყველამ უნდა ვიცოდეთ თუ რატომ აკეთებენ ისინი ამას. ისინი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ტერორისტები არიან. სხვა ქვეყნებში რამე რომ მოხდეს ეგრევე აზრს გამოთქვამენ, დღეს მსოფლიოს დისციპლინა იცვლება. სისტემა იცვლება. ღმერთი ძალას აძლევს ჰამასის ხალხს რომ იბრძოლონ და ასე გააგრძელონ. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ ჩვენ. 2 მეჩეთი ნებისმიერი მუსლიმისთვის მნიშვნელოვანია. გუდსი როცა იქნება თავისუფალი მაშინ მოევლინება მე-12 იმამი დედამიწაზე და აღსდგება ჭეშმარიტება. მუსლიმებმა რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, ზოგი სიტყვით, ზოგი წერით, როგორც შეგვიძლია. მიკვირს, დღევანდელი აქციის სხვადასხვა ქვეყნებთან დაკავშრიება აბსურტია. ეს არის ჩვენი შინაგანი წუხილი და იმიტომ ვართ აქ შეკრებილნი რომ სათქმელი ვთქვათ. ამერიკა, ისრაელის რეჟიმი უბრალოდ ვერ აღიარებს დამარცხებას. ესენი პატარა ქვეყნებს აჩვენებდნენ თავიანთ ძალას და მათი ძალეის უკვე აღარავის სჯერა. მსოფლიომ გაიგო რომ ესენი უძლურები, მშიშრები არიან. რამდენიმე დღის წინ, ბაიდენი, მაპატიეთ და ის ბებერი მოხუცი, იმპერიალიზმის მეთაური, მსოფლიოში მუსლიმების სიკვდილში მისი ხელია ჩადებული ასევე ევროპული ქვეყნების, ნატოს წევრების ხელიც ურევია ამაში. ბაიდენმა თქვა, ჩვენ რუსეთზე და ღაზაზე გავიმარჯვებთო. მე კი აქედან ვამბობ რომ ვერ გაიმარჯვებთ, ორივეგან დამარცხებულები ხართ, დამარცხდებით კიდევაც. ისლამის ძალები სულ იმარჯვებდა თქვენზე და ასეც გაგრძელდება. კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით აქ მონაწილეობისთვის. ორგანიზატორებსასც ვუხდი მადლობას“. - განაცხადა ალი ალიევმა

ალი ალიევმა სიტყვით გამოსვლა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენზე საუბრით დაასრულად და განაცხადა, რომ აშშ რუსეთთან და ღაზასთან ბრძოლაში დამარცხდება. ალი ალიევმა ასევე განაცხადა, რომ დღევანდელი აქცია სხვა სახელმწიფოებთან კავშირში არაა და ის ადგილობრივებმა მხოლოდ ერთი მიზნით, პალესტინისათვის მხარდაჭერის გამოსაცხადებლად გამართეს.

სიტყვით გამოსვლის შემდგომ აქციის მონაწილეებმა მარნეულის მერიის მიმართულებით გამართეს მსვლელობა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
«« ოქტომბერი 2024 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123