მარნეულის მერია 2024 წელს საფოსტო მომსახურების შესყიდვას 57 355 ლარად გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2024 წლის განმავლობაში საკურიერო მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერს აცხადებს. მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებულმა კომპანიამ მერიას საკურიერო მომსახურება 2024 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრამდე პერიოდში უნდა გაუწიოს.

საფოსტო-საკურიერო მომსახურების ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას დაევალება:

• უფასო საკურიერო მომსახურება ყოველ სამუშაო დღეს 09:00-17:00 სთ-მდე შეთანხმებული დროის მიხედვით ქალაქის მასშტაბით დამკვეთის მიერ მითითებული ლოკაციებიდან
• საფოსტო გზავნილების მართვისთვის განკუთვნილი სრულყოფილი პროგრამული უზრუნველყოფის არსებობა;
• მომსახურების შემსყიდველი ორგანიზაციის საჭირო რაოდენობის იუზერების შექმნა, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მომსახურებსი განყოფილების ყველა თანამშრომელზე ცალ-ცალკე
• მოთხოვნის შემთხვევაში, შემსყიდველთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მიმწოდებელი ვალდებულია გამოცხადდეს საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე და უზრუნველყოს საფოსტო გზავნილის წაღება არაგეგმიურად. სასწრაფო გზავნილის მისაღებად მიმწოდებელი საფოსტო გზავნილის მიღების ადგილზე ცხადდება შემსყიდველთან შეთანხმებული ვადის განმავლობაში, საჭიროების შემთხვევაში იმავე სამუშაო დღეს;
• გზავნილების ჩაბარება, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელი უნდა იყოს შაბათ დღესაც;
• ადგილობრივი (საქართველოს ნებისმიერი ქალაქი და დასახლებული პუნქტი) გზავნილები უნდა ჩაბარდეს არაუმეტეს 2–5 სამუშაო დღეში, ხოლო საერთაშორისო (საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი მიმართულებით) გზავნილები არაუმეტეს 5-15 სამუშაო დღეში (დღეების ათვლა განხორციელდება გზავნილის კურიერზე გადაცემიდან მომდევნო სამუშაო დღეს). აღნიშნული ინფორმაციის პროგრამული ასახვა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. -და სხვა.
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვისათვის 57 355 ლარის დახარჯვას გეგმავს.

ტენდრში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 6-დან 8 დეკემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვის ტენდერს ყოველწლიურად აცხადებს. 2023 წლის განმავლობაში საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესყიდვისათვის მერიამ 57 481 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები