ამირან გიორგაძემ საკრებულოს 2023 წლის ანგარიში წარადგინა
დღეს, 27 დეკემბერს, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ 2023 წლის საკრებულოს მუშაობის ანგარიში წარადგინა. სიტყვით გამოსვლა საკრებულოს თავმჯდომარემ საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე საუბრით დაიწყო და მოსახლეობას კანდიდატის სტატუსის მოპოვება მიულოცა.

„მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავისი წვლილი შეაქვს, როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ასევე ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. საკრებულოში დღეის მდგომარეობით ფუნქციონირებს 5 მუდმივმოქმედი კომისია და შექმნილია 2 ფრაქცია. საკრებულოს
33 წევრიდან 27 არის პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, 5 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი და ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი. პირველად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობაში 7 ქალია, რაც ძალიან მისასალმებელია. მიმდინარე წელს საკრებულოში დარეგისტრირდა უმრავლესობა, რომლის ლიდერად არჩეულია ბატონი ბესიკ გელენიძე. მნიშვნელოვანია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებმა წელს პირველად მოახდინეს გასვლითი სხდომები. 17 თემში შეხვდნენ მოსახლეობას, ჩააბარეს ანგარიშები გაწეული სამუშაოების შესახებ, გააცნეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები, მოისმინეს მათი პრობლემები და მოახდინეს პრიორიტეტების გამოყოფა, რომელთა დიდმა ნაწილმა ასახვა ჰპოვა ბიუჯეტში“
- განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, 2023 წელს საკრებულოს მუდმივმოქმედმა კომისიებმა ჩაატარეს კომისიის 18 სხდომა, მათ შორის 5 გაფართოებული სხდომა. გაიმართა საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს 16 სხდომა, საედანაც 12 მორიგი, ხოლო 4 რიგგარეშე სხდომა იყო. 2023 წელს მარნეულის საკრებულომ 35 დადგენილება და 100-მდე განკარგულება მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარემ კი ერთი წლის განმავლობაში 305 ბრძანება გამოსცა.

„ნოემბერ-დეკემბრის თვეში მიმდინარეობდა 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა. გაიმართა სამი საჯარო განხილვა, მათ შორის ერთი სოფელ მარადისში და კარგად შესწავლილი, მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული მომავალი წლის ბიუჯეტი დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე. საკრებულოს საქმიანობაში აქტიურად არის ჩართული საკრბეულოს აპარატი, რომელიც აერთიანებს 4 სტრუქტურულ ერთეულს. მიმდინარე წლის 14 დეკემბერს ჩავატარეთ საკრებულოს აპარატის შემაჯამებელი თათბირი. ფუნქციონირებს გენდერული თანასწორობის საბჭო, რომელსაც შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, ატარებს სხდომებს და ფოკუს ჯგუფების მეშევეობით ახორციელებს მოსახლეობის აზრის კვლევას, ახორციელებს პრობლემების იდენტიფიცირებას. მიმდინარე წელს ბიუჯეტში წარდგენლი იყო 2 პროექტი, საბჭოს მიერ შემუშავებული ინიციატივები აისახა 2024 წლის ბიუჯეტში“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

ამირან გიორგაძემ 2023 წლის განმავლობაში საკრებულოს და აპარატის წევრების ვიზიტებზეც ისაუბრა.

„ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად თანამშრომლობს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რის საფუძველზეც დონორების მიერ ევროპულ ქვეყნებში არაერთი ოფიციალური ვიზიტი განხორციელდა“. - განაცხადა ამირან გიორგაძემ

მარნეულის საკრბეულოს თავმჯდომარემ მარნეულში მიმდინარე და შესრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკრებულოს წევრებთან ერთად აქტიურად ადევნებს თვალყურს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშში შევიდა მუნიციპალიტეტში განხორციელებული კულტურულ-შემეცნებით პროექტები. გიორგაძემ ასევე ისაუბრა სპორტსმენების წახალისების შესახებ და მუნიციპალური სოცილაური პროგრამის სიკეთეებზე.

რადიო „მარნეული“



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები