სპორტული მოედნების და სკვერების მოსაწყობად საპროექტო დოკუმენტაციებს მერია 54 900 ლარად შეისყიდის
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2024 წელს განსახორციელებელი 16 ინფრასტრუქტურული პროექტის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესადგენად ტენდერი გამოაცხადა.

მერიის მიერ, 26 დეკემბერს გამოცხადებული, ტენდერის მიხედვით, თვითმმართველობა ქალაქ მარნეულში სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებას შეისყიდის.

გთავაზობთ იმ პროექტების ჩამონათვალს და სავარაუდო ღირებულებას, რისთვისაც მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეიძენს:

ქ. მარნეულში იაღლუჯის ქუჩაზე ეკო ემიგრანტების დასახლებაში სპორტული მოედნის და სკვერის მშენებლობა - სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარი
ქ. მარნეულში იაღლუჯის დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა - სავარაუდო ღირებულება 120 000 ლარი
ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩაზე N51-ში არსებული სკვერის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარი
ქ. მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე ეზოს სავარჯიშოების მოწყობა და არსებული საბავშვო მოედნების რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 200 000 ლარი
ქ. მარნეული რუსთაველის ქუჩაზე N84-ში რეკრეაციული სივრცის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 300 000 ლარი
აღმაშენებლის ქუჩაზე არსებულ მრავალბინიან საცხოვრებელი სახლის ეზოში სკვერის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარი
სოფელ წითელ სოფელში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ დაშტაფაში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
ქ. მარნეული 20 იანვარის ქუჩაზე კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ მარადისში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ ყულარში კომბინირებული სპორტული მოედნის მოწყობა - სავარაუდო ღირებულება 150 000 ლარი
სოფელ თამარისში, საიმერლოში, წერეთელში და დამია გეურარხში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია - სავარაუდო ღირებულება 240 000 ლარი
ქ. მარნეულში ქუჩის კალთბურთის მოედნის და ეზოს სავარჯიშოების მოწყობა (კიდევაც დაიზრდებიან-ის მიმდებარედ) - სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარი

მარნეულის მერიამ სხვადასხვა სახის შენობა-ნაგებობისა და სკვერების მოწყობა/რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვისათვის 54 900 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები