ძაღლისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით მარნეულში კაცი დააკავეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში მცხოვრები კაცი ცხოველის წამებისა და მისდამი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაცია რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

8 იანვარს, სოციალურ ქსელში მარნეულელმა უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ურტყავს კაცი ძაღლს ჯოხს. გავრცელებული ინფორმაციით ძაღლი მიღებული დაზიანებების შედეგად მოკვდა.

რადიო „მარნეულს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას, მისდამი სასტიკ მოპყრობას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები