ადმინისტრაციული ერთეულების შენობების ინტერნეტით მომსახურებისათვის მერია 20 520 ლარს დახარჯავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 17 ადამინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კასუმლოსა და 26 მაისის ქუჩაზე არსებული ტურისტული საინფორმაციო ცენტრის ინტერნეტით მომსახურებისათვის გამარტივებული წესით ხელშეკრულება შპს „აილინკ“-თან გააფორმა.

„მოგახსენებთ, რომ 2024 წლიდან საჭიროა ადმინისტრაციულ ერთეულებს და 26 მაისის ქუჩაზე განთავსებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრს, მიეწოდოს Wi-Fi ფართოზლოვანი ინტერნეტი სიჩქარით 8 Mb/s.“ - აღნიშნულია გამარტივებული შესყიდვის მოხსენებით ბარათში

მარნეულის მერია შპს „აილინკ“-ისგან 20
520 ლარად შეიძენს 2024 წლის განმავლობაში 19 ლოკაციაზე ინტერნეტით მომსახურების სერვისს.
გთავაზობთ ადმინისტრაციული ერთეულების ჩამონათვალს, რომელთათვისაც მერიამ ინტერნეტით მომსახურების სერვისი შეისყიდა.

სოფელ წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ შულავრის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ შაუმიანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ კასუმლოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ წერაქვის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ქუთლიარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ახკერპის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ყიზილაჯლოს ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ დამია-გეორარხის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ყულარის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ოფრეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ალგეთის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ თამარისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ კაჩაგანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ ხოჯორნის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
სოფელ კაპანახჩის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა
ქალაქ მარნეულში მერის წარმომადგენლობის ოფისი
26 მაისის ქუჩაზე არსებული ტურისტული ჯიხური
ინტერნეტით მომსახურება სოფელ კასუმლოში

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები