მარნეულის მერია 2024 წელს 51 000 ლიტრი საწვავის გამოყენებას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2024 წლის განმავლობაში 51 000 ლიტრი საწვავის შეძენას გეგმავს. მარნეულის მერიამ ხელშეკრულება უკვე გააფორმა შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიასთან“ (გალფთან), რომლის მიხედვითაც, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში ავტოგასამართი სადგურებიდან „ევროდიზელის“ მარკის საწვავის გაცემა უნდა განახორციელდეს მხოლოდ „აგაი“ სისტემის მეშვეობით. „აგაი“ სისტემა უზრუნველყოფს ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირებასა და იდენტიფიცირებას, რის შედეგადაც მიმწოდებლის
ავტოგასამართ სადგურზე „ევროდიზელის“ მარკის საწვავის ჩასხმა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.

მარნეულის მერიასა და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საწვავი, რომელსაც მუნიციპალიტეტი შეიძენს რუსული წარმოებისაა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა 2024 წლის განმავლობაში 51 000 ლიტრი საწვავის შესაძენად 144 840 ლარს დახარჯავს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები