რა ქონებას ფლობს ნაციონალური მოძრაობის წევრი პარლამენტარი აბდულა ისმაილოვი
საქართველოს პარლამენტის წევრი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აბდულა ისმაილოვი ქალაქ თბილისში მემკვიდრეობით მიღებულ საცხოვრებელ სახლს და მცხეთის სოფელ მსხალდიდში შეძენილ მიწის ნაკვეთს ფლობს. 2023 წლის 20 თებერვალს გამოქვეყნებული თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, აბდულა ისმაილოვმა 2022 წლის აპრილში 16 000 დოლარად შეიძინა 843 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში, ხოლო 2022 წლის სექტემბერში მემკვიდრეობით მიიღო ქალაქ თბილისში
მდებარე 228 კვ.მ საცხოვრებელი სახლი.

დეკლარაციის მიხედვით, აბდულა ისმაილოვის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა „მინი კუპერი“, რომელიც 2022 წლის იანვარში 9 000 დოლარად შეიძინა.

პარლამენტარის დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია 30 000 ლარის და 25 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფულადი თანხა, ხოლო მისი მეუღლის საკუთრებაშია 13 000 ლარის და 35 000 დოლარის ოდენობის ნაღდი ფულადი თანხა.

დეკლარაციის მიხედვით, 2022 წლსი განმავლობაში პარლამენტარმა შრომითი ანაზღაურების სახით 48 471 ლარი აიღო. ხოლო მისმა მეუღლემ 2022 წელს მშობლებისაგან საჩუქრად 12 000 დოლარი მიიღო.

დეკლარაციის მიხედვით აბდულა ისმაილოვი და მისი მეუღლე საიდა ახმადოვი სხვა ქონებას არ ფლობენ.

აბდულა ისმაილოვაი საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა. ის პარლამენტში „ერთიანი ნაციოანლური მოძრაობის“ პროპორციული სიიდან მოხვდა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google