საკრებულოსთვის შენობის ასაშენებლად გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობის მშენებლობისათვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ორ მილიონიან ტენდერში მონაწილეობა არცერთმა კოპმპანიამ არ მიიღო. უცნობია როდის გამოცხადებს ახალ ტენდერს მერია.

ადგილობრივი თვითმმართველობა ახალი შენობის აშენებას 2 156 344 ლარად გეგმავდა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შენობა ორსართულიანი იქნება. საკრებულოსათვის ახალი შენობის აშენება მუნიციპალურ საკანონმდებლო ორგანოში
დასაქმებულ პირთა დიდმა რაოდენობამ გამოიწვია. 

მარნეულის მერიამ საკრებულოს შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხო დოკუმეტის შემუშავებაში 72 000 ლარი დახარჯა. შენობის აშნების თანხა ადგილობრივი ბიუჯეტით, 2024 წელს 50%-ით ხოლო, 2025 წელს ასევე 50%-ით დაფინანსდება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები