გარემოსდაცვითი საინიციატივო ჯგუფი “მწვანე აზროვნება” პროექტი “3R
Marneuli: Think Green” ფარგლებში აცხადებს
გრაფიკული პოსტერების კონკურსს მარნეულუს მუნიციპალიტეტში მცხოვრები
ახალგაზრდებისთვის სახელწოდებით ,,შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“
.
გრაფიკული პოსტერების კონკურსის მთავარი მიზანია საზოგადოებაში
პლასტმასის უარყოფით თვისებებზე, ამ ნივთიერების მოხმარების
შემცირების გზებსა და, ზოგადად, პლასტმასით დაბინძურების პრობლემებზე
საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება.
„კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მარნეულის
მუნიციპალიტეტში მცხოვრები 15-დან 25 წლამდე ასაკის ნებისმიერ
ახალგაზრდას. კონკურსის მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ 5
ნამუშევარი .კონკურსში მონაწილეობისათვის პოსტერი უნდა აკმაყოფილებდეს
შემდეგ კრიტერიუმებს: ასახავდეს გარემოს პლასტმასით დანაგვიანებასთან
დაკავშირებულ პრობლემებსა და მისი შემცირების გზეებს; იყოს ავტორის
ორიგინალი ნამუშევარი; ჩანდეს ავტორის შემოქმედებითი მიდგომა.
ონკურსის მიზანია ისეთი მესიჯის შექმნა, რომელიც ვიზუალურად მოხიბლავს
და დააფიქრებს მნახველს, გარემოსდაცვითი მიმართულებით გადასადგამი
ნაბიჯების აუცილებლობაზე“ - წერია საინიციატივო ჯგუფის მიერ
გამოქვეყნებულ მასალაში.
კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
I ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი
II ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი
III ადგილი - 100 ლარის ბიბლუსის ვაუჩერი
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა თქვენ მიერ შექმნილი
პოსტერები უნდა გააგზავნოთ არაუგვიანეს 16 თებერვლისა ელექტრონულად,
PDF ფორმატში ელ.ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
გამოგზავნისას, ე.წ. subject-ის ველში მიუთითეთ “პოსტერების
კონკურსი”, ხოლო წერილის აღწერაში ავტორის სახელი, გვარი და
საკონტაქტო ინფორმაცია მიუთითეთ.