კასუმლოს თემის მაცხოვრებლებთან სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (FOTO)
21 იანვარს მარნეულის რაიონის კასუმლოს თემში შემავალ სოფლებში მაცხოვრებლებთან სასამართლო სისტემის შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მოსახლეობას სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ მიაწოდეზ ინფორმაცია.

„ინფორმაცია მივაწოდეთ თუ რა უფლებები აქვთ სასამართლოში მოაქალაქეებს და გავაცანით სპეციალური სახელმიწფო პროგრამები.
სასამართლო სტრუქტურაში გამოცდილი ადამიანის მოსმენის შემდგომ მოქალაქეების კითხვებს ვუპასუხეთ".
- განაცხადა სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიმიზმის ცენტრის წარმომადგენელმა ნაშირ ორდუხანოვმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას

ორდუხანოვის
თქმით, მოსახლეობამ შეხვედრა დადებითად შეაფასა და მისი განმეორებით ჩატარების სურვილიც გამოთქვა.

პროექტი "სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლება მარნეულსა და ბოლნისში" USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის ფარგლებში, "სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრისა" და "პრევენცია პროგრესისთვის" ორგანიზებით მიმდინარეობს.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები