მაღალი ინტერესის და კორუფციის რისკის გამო ზაურ დარგალისა და სავალან მირზოევის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებენ
პარლამენტარების, ზაურ დარგალის და სავალან მირზოევის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებენ.

„გამჭვირვალობა საქართველო“-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 2024 წელს დამატებით 300 თანამდებობის პირის ქონების დეკლარაცია შემოწმდება. სიაში ქვემო ქართლის დეპუტატებიც მოხვდნენ. შესამოწმებელი დეკლარაციები საჯარო სამსახურის ბიუროს ფარგლებში სპეციალურმა დამოუკიდებელმა კომისიამ შეარჩია.

„ზაურ დარგალი - მაღალი საზოგადოებრი ინტერესი და კორუფციის რისკი
სავალან მირზოევი - მაღალი საზოგადოებრი ინტერესი და
კორუფციის რისკი“-
წერია კომისიის ოქმში

თანამდებობის პირების მიერ ქონების, ფინანსებისა და კავშირების დეკლარირების სისტემა კორუფციის პრევენციის და გამოვლენის ერთ-ერთი საბაზისო მექანიზმია.

გთავაზობთ, სიას, სადაც შეგიძლიათ დეტალურად გაეცნოთ შესამოწმებელი დეკლარაციების ჩამონათვალს:


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები