საიმერლოს სარიტუალო დარბაზის შენობის მშენებლობა დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს სარიტუალო დარბაზის შენობის მშენებლობა დასრულდა. როგორც რადიო „მარნეულს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა, დავით ჭიკაძემ უთხრა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა კოსმეტიკური სამუშეაოები, რომელიც, სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დასრულდება.

„წესით (რედ.ნავარაუდებია) თებერვლის ბოლოს უნდა ჩავიბაროთ და შემდეგ უკვე მოიკითხავს ადგილობრივი თვითმმართველობა სოფელში რა საჭიროება დგას და იმის მიხედვით მოხდება ინვენტარიზაცია, შენობის აღჭურვა“ -
თქვა დავით ჭიკაძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სოფელ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობაში 1 301 600 ლარი გადაიხადა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „გიკო“-მ შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ საიმერლოში სარიტუალო დარბაზის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია 25 932 ლარად 2021 წლის აგვისტოში შეისყიდა. საიმერლოში სარიტუალო სახლის მშენებლობის გადაწყვეტილება ადგილობრივმა თვითმმართველობამ ჯერ კიდევ 2020 წელს მიიღო, მაგრამ სოფელში შესაბამისი ტერიტორიის მოძიება გაუჭირდათ.

დარბაზი საიმერლოში ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები