მერიის წინ საახალწლო ნაძვის ხე აიღეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის წინ აღმართული საახალწლო ნაძვის ხე აიღეს. მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვის ხე მერიის წინ 23 იანვარს დაშალეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას 2024 წლის დადგომასთან დაკავშირებით მერიის შენობის წინ საშობაო-საახალწლო ნაძვის ხის ანთების სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებისათვის 64 955 ლარის ღირებულების ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული, რომელშიც მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს ჯითი ჰოლდინგმა მიიღო. კომპანიამ მერიას თავდაპირველად სამუშაოების შესრულება 64 955 ლარად შესთავაზა, მაგრამ შემდგომ თანხის დამატება მოითხოვა, რის შემდეგაც მერიამ საახალწლო ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისათვის შპს ჯითი ჰოლდინგს 84 299 ლარი და 20 თეთრი გადაუხადა.

მარნეულის მერიამ საახალწლოდ ქალაქისა და მიმდებარე ტერიტორიის განათებისათვის 346 007 ლარი დახარჯა. სამუშაოები კომპანია „მაიჯიპიესმა“ შეასრულა.

მარნეულის მერიამ დამატებით 100 000 ლარის ღირებულების გამარტივებული ხელშეკრულება გააფორმა 29 დეკემბერს საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიების ორგანიზებისათვის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ საახალწლოდ ქალაქის მორთვის, ნაძვის ხის ანთების ღონისძიებისა და საახალწლო ღონისძიების ორგანიზებაში ჯამში 530 306 ლარი და 20 თეთრი გადიხადა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები