მარნეულის მერიამ კომპიუტერები 64 750 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 35 პერსონალური კომპიუტერის შესაძენად, კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, ხელშეკრულება შპს „იუ-ჯი-თი“-სთან გააფორმა. კონსოლიდირებული ტენდერის მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას სამსახურებრივი ფუნქცია-მოვალეობების სათანადოდ შესრულების მიზნით ესაჭიროება პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერები.

მერიამ შპს „იუ-ჯი-თი“-საგან მხოლოდ 35 პერსონალური კომპიუტერები შეისყიდა. მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერია დამატებით შეისყიდის 10 ლეპტოპს.

„მიმწოდებელი ვალდებულია გაავრცელოს შესყიდვის ობიექტზე 3 (სამი) წლიანი საგარანტიო მომსახურება, რომლის მიხედვითაც, მისი დაზიანების შემთხვევაში 10 სამუშაო დღის განმავლობაში შეაკეთებს ან შეცვლის მას ახლით. საქონელი დამზადებული უნდა იყოს ქარხნული წესით, ამავდროულად უნდა იყოს ახალი, ორიგინალი, საწარმოო დეფექტის გარეშე და ტრანსპორტირებისთვის უსაფრთხო შეფუთვით. მიმწოდებელი ვალდებულია, განახორციელოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება არაუგვიანეს 2024 წლის 24 აპრილის ჩათვლით“. - აღნიშნულია შესყიდვის ხელშეკრულებაში

ხელშეკრულების მიხედვით, ერთი ერთეული პერსონალური კომპიუტერი 1 850 ლარი ღირს, ხოლო 35 კომპიუტერის შესაძენად მერია 64 750 ლარს დახარჯავს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები