მარნეულის მერიამ სადღესასწაულო ბილბორდების ტენდერი მეორედ გამოაცხადა
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიამ სადღესასწაულოდ ბილბორდების განსათავსებელი ტენდერი ხელმეორედ გამოაცხადა.

პირველი ტენდერში, რომელიც 18 იანვარს გამოაქვეყნეს, მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. ახალი ტენდერი 31 იანვარს, უცვლელი ფასით გამოცხადდა. მერია 15 300 ლარის გადახდას გეგმავს 30 ცალი ბანერის პერიოდულობით განთავებაზე. 

ტენდერის მიხედვით, მასში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება ბანერები დაამზადოს მერიის მოთხოვნის შესაბამისად 2024 წლის განმავლობაში.

მარნეულის მერია ბანერების დამზადებასა და მონტაჟს 7 დღესასწაულისათვის გეგმავს:

  • მარტი - ნოვრუზ ბაირამი, 6 ბილბორდი
  • აპრილი - აღდგომა, 6 ბილბორდი
  • აგვისტო - მარიამობა, 3 ბილბორდი
  • სექტემბერი - მარნეულობა, 5 ბილბორდი
  • დეკემბერი - ახალი წელი, 5 ბილბორდი
  • დეკემბერი - შობა, 5 ბილბორდი

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საინფორმაციო და მისალოცი ბილბორდების დიზაინის დამზადების, თანმდევი მონტაჟისა და დემონტაჟის მომსახურების შესყიდვისათვის გამოცხადებულ მეორე ტენდერში მონაწილეობის მიღება 6-8 თებერვლის პერიოდშია შესაძლებელი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები