მაღალაშვილის ხიდზე მოძრაობა 5 თებერვალს აღდგება
მარნეულში, მაღალაშვილის ხიდზე მოძრაობა 5 თებერვალს აღდგება.

ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა აქვეყნებს და წერს, რომ „ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დასკვნით ეტაპზეა. ხიდის რეაბილიტაციის შემდეგ, აქტიურად მიმდინარეობს გზის სავალი ნაწილის მოასფალტება.“


მაღალაშვილის ხიდზე გადაადგილება 30 ნოემბრიდან შეიზღუდა, რამაც ქალაქში საცობები გამოიწვია. მარნეულის მერიაში თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა 20 დეკემბერს აღდგებოდა, შემდეგ კი დაგვპირდნენ, რომ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ახალ წლამდე აღდგებოდან იქნებოდა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერიამ ხიდის ჩაკეტვით გამოწვეული საცობების განსამუხტად მაღალაშვილის ხიდის დაბლა დროებითი სარკინიგზო გადასასვლელიც მოაწყო.

ქალაქ მარნეულში დურმიშხან მაღალაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ირლანი“ 1 878 333 ლარად ახორციელებს. მარნეულის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება 2023 წლის 5 მაისს გააფორმა, რომლის მიხედვითაც სამუშაოების დასრულების ვადად 150 კალენდარული დღე განისაზღვრა, დაახლოებით 5 თვე. მერიასა და შპს „ირლანს“ შორის 5 მაისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები 12 ოქტომბერს შევიდა, რომლის მიხედვითაც, კომპანიას სამუშაოების შესრულებისათვის ვადა 25 დეკემბრამდე მიეცა.

გარეკანის ფოტო: მარნეულის მერია
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები