სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის იდეების წარდგენა მერიაშიცაა შესაძლებელი
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი საპროექტო იდეების წარდგენა მერიაშიცაა შესაძლებელი.

ადგილობრივი თვითმმართველობა სპეციალურ ფორმას აქვეყნებს, რომლის წარდგენაც მოქალაქეებს მერიაში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლობებთან და ელექტრონულ მისამართზე This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it - შეუძლიათ.

მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, საპროექტო წინადადებების მიღება 12 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები/კონსულტაციები 12-დან 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები