მარნეულის სპორტული სკოლა სასტუმროთი და კვებით უზრუნველყოფაში 49 400 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა 2024 წლის განმავლობაში სპორტსმენების სასტუმროში დაბინავების უზრუნველყოფისათვსი 49 400 ლარის დახარჯვას გეგმავს. სპორტულმა სკოლამ მოსწავლეთათვის სასტუმროში დაბინავების უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვისათვის ტენდერი 23 იანვარს გამოაცხადა.

სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის მიხედვით, სასტუმროში დაბინავებასთან ერთად კომპანიამ უნდა უზრუნველყოს მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფა.

„ა.(ა).ი.პ „მარნეულის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლა“-ს სპორტსმენები წლის განმავლობაში სისტემატიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სპორტის სახეობებში გამართულ ეროვნულ და სხვადასხვა დონის ჩემპიონატებში და ტურნირებში. სპორტსმენების სამომავლო განვითარება და მოტივაცია, წინსვლა და შედეგების გაუმჯობესება დამოკიდებულია სპორტულ შეჯიბრებებში მათი მონაწილეობის ინტენსიურობასა და სისტემატიურობაზე. აქედან გამომდინარე, არსებობს საჭიროება, საქმიანობის სპორტულ შედეგებში ასახვის და ქვეყნის ტერიტორიაზე გამართულ სპორტულ ტურნირებში ჩვენი სპორტსმენების შეუფერხებლად მონაწილეობის მიზნით, სპორტულმა სკოლამ ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის დაფინანსებით შეიძინოს სპორტული სკოლის მოსწავლეთათვის სასტუმროში დაბინავებისა და კვებით უზრუნველყოფის მომსახურება“. - აღნიშნულია სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში

მარნეულის სპორტული სკოლის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ შპს ბონ ვოიაჟ-მა მიიღო. კომპანიამ სპორტულ სკოლას მოსწავლეების სასტუმროში დაბინავებისა და კვებით უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდება 49 400 ლარად შესთავაზა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შერჩევა/შეფასების ეტაპი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები