კონფერენცია და მარათონი „მარნეულის ახალგაზრდობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის“

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისში, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, მარათონული გარბენი და ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართა.



ღონისძიება ჩატარდა „საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირის“ ორგანიზებით, პროექტის „მარნეულის ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის“ ფარგლებში, სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლისა და მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეების ჩართულობით.

ამ პროექტის განმავლობაში, ჩვენ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლასა და მარნეულის N4 საჯარო სკოლაში ჩამოვაყალიბეთ სასკოლო კლუბები, რომლებსაც ჰქვია „მარნეულის ახალგაზრდობა ჯანსაღი ცხოვრებისათვის ჩვენი მომავალია“. ამ კლუბებს გადავეცით საჭირო სპორტული ინვენტარი და ტექნიკა. კლუბებს თავადაც შეუძლიათ მომავალში განახორციელონ დიდი ღონისძიებები ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისათვის. ამ პროექტის კულმინაცია იყო მარათონი და მინი კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა, მშობლებმა და სოფლის მოსახლეობამ“, - განაცხადა პროექტის „მარნეულის ახალგაზრდობა ჯანსაღი მომავლისათვის“ კოორდინატორმა ქერიმ გუმბატოვმა.

მარათონის გამარჯვებული დიოკნისის საჯარო სკოლის მოსწავლე ოთარ საგინაძე გახდა, მეორე ადგილზე ამავე სკოლის მოსწავლე ლერი შავაძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი მარნეულის N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიზად კურბანოვმა დაიკავა.

„ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობების ჩატარება, რადგან პირველ რიგში, ეს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზებაა. ახალგაზრდები სწავლობენ, თუ რა არის ჯანსაღი ცხოვრება და მიყვებიან ამას“, - თქვა ლერი შავაძემ.

პროექტი „მარნეულის ახალაგაზრდობა ჯანსაღი ცხოვრებისთვის“ მიმდინარეობდა ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“ ხელშეწყობით, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ მესამე მხარის ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.

პროიექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა: ადიქციის პრევენცია, ადგილობრივ მოზარდებსა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი სპორტული თუ შემეცნებითსაგანმანათლებლო საქმიანობებით დაინტერესება.

 


პუბლიკაცია შექმნილია რადიო „მარნეულის“ მიერ ა(ა)იპ „I (პირველი) ბლოკის“-თან
თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „სამოქალაქო
საზოგადოება აღდგენისუნარიანობისა და უსაფრთხოებისთვის (CiSSCo)“ ფარგლებში,
რომელსაც ახორციელებს ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - თბილისი“.
მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „I (პირველი) ბლოკი“ და შესაძლოა, რომ იგი არ
გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები