მარნეულის მერიამ ფარდა-ჟალუზები 7 540 ლარად შეიძინა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მერიის შენობისათვის ფარდა-ჟალუზები გამარტივებული წესით შეისყიდა.

მარნეულის მერისათვის მერიის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის ბესიკ სეხნიაშვილის მიერ მიწერილი მოხსენებითი ბარათის მიხედვით, მერიაში ახალი ფარდა-ჟალუზების შეძენა დაზიანებული ფარდა-ჟალუზების შეცვლის გამო გახდა საჭირო.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფარდა-ჟალუზების შესყიდვისათვის, გამარტივებული წესით, ხელშეკრულება შპს „ლაკო“-თან გააფორმა. 127,80 კვ.მ ფარდა-ჟალუზი მერიამ 7 540 ლარად და 20 თეთრად შეიძინა.

მერიასა და შპს „ლაკო“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ ადგილობრივ თვითმმართველობას ფარდა-ჟალუზები 29 თებერვლამდე უნდა მიაწოდოს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები