ყოფილი დეპუტატის შვილი სლოვენიაში საქართველოს ელჩის პირველ მდივნად დაინიშნა
„ენმ“-ს პარტიის ყოფილი წევრის და საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, აზერ სულეიმანოვის შვილი მირზა სულეიმანოვი სლოვენიაში საქართველოს ელჩის პირველ მდივნად დაინიშნა. მირზა სულეიმანოვმა საელჩოში მუშაობა 2024 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო.

როგორც აზერ სულეიმანოვმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა მისი შვილი აშშ-ში განათლების მიღების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ქვეყანაში მოქმედ კომპანიაში დაიწყო მუშაობა.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კონკურსი გამოცხადდა. 1000-ზე მეტმა პირმა მიიღო კონკურსში მონაწილეობა. ჩემმა შვილმა საზღვარგარეთ, აშშ-ში მიიღო განათლება და ამიტომ რამდენიმე ენა იცის, კონკურსის რამდენიმე ეტაპი წარმატებთ გაიარა. ამის მერე საგარეო საქმეთა სამინიშტროში მიიღეს სამსახურში. დაახლოებით 4-5 თვე იმუშავა მანდ. მერე ენის გამოცდა ჩააბარა და ესეც წარმატებით გაიარა, სლოვენიაში საქართველოს საელჩოში პირველ მდივნად დაინიშნა“, - აცხადებს აზერ სულეიმანოვი

ყოფილი დეპუტატის თქმით, აზერბაიჯანელი ახალგაზრდები საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ წარმატებას აღწევენ, რაც მას ძალიან ახარებს.

„ეს, როგორც მამისათვის და მშობელისათვის, ჩემთვის სასიხარულო ამბავია, ჩვენი შრომა არ დაიკარკა. ყველა მშობელს ვუსურვებ ასეთ ლამაზ დღეებს. ყველამ იხაროს შვილის წარმატებით. ბოლო წლებში ვამჩნევ, რომ აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ყველგან დიდ წარმატებას აღწევენ. საქართველოში ასევე საზღვარგარეთ სხვადასხვა უნივერსიტეტებში დაიწყეს მუშაობა. უკვე პილოტი გოგოც გვყავს. ესეც სასიხარულო ამბავია. უკვე ახალგაზრდები დიდ უპირატესობას ანიჭებენ განათლებას და არა ჩაიხანებში დაჯდომას! მშობლებს მივმართავ, რომ შვილების განათლებით დაკავდნენ. ნებისმიერ ადამიანს სჭირდება განათლება. ყველამ უნდა ავღზარდოთ განათლებული მომავალი“, - აცხადებს სულეიმანოვი

აღსანიშნავია, რომ მარნეულელი ახალგაზრდა დიპლომატი მირზა სულეიმანოვი 1995 წელს 27 აგვისტომს მარნეულში დაიბადა. მან განათლება მე-5 კლასამდე მარნეულის მეორე საჯარო სკოლაში მიიღო. შემდეგ საშუალო განათლების მიღება თბილისის საერთაშორისო ბრიტანულ სკოლაში გააგრძელა. საშუაოლო განათლების შემდეგ სულეიმანოვმა აშშ-ს შტატ ტეხასში ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დაამთავრა. მირზა სულეიმანოვი აზერბაიჯანულ, ქართულ, ინგლისურ, რუსულ, ესპანურ და თურქულ ენებს ფლობს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები