რა ღირს ყვავილები მარნეულში 14 თებერვალს
დღეს, 14 თებერვალს, სიყვარულის დღე აღენიშნება. ტრადიცილულად ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან. მარნეულის ბაზარში ყვავილების დიდი არჩევანია. მყიდველების ნაწილი ამბობს, რომ ყვავილებს სწორედ ვალენტინობის აღსანიშნად ყიდულობენ.

„მოხუც მეუღლეს ყვავილი ვუყიდე. ჩემი სურვილია ყველა ოჯახში, ყველა ახალგაზრდა, ასაკოვანი, პატივისცემით მოიქცეს ქალბატონებს. არ დაივიწყონ რომ ყვავილი უყიდონ და მიულოცონ“- ამბობს პენსიონერო მოქალაქე




ამ დღის აღსანიშნავად მარნეულის ბაზარში ბევრი რბილი სათამაშო და სხვადასხვა სახის ტკბილეული იყიდება.

„სიყვარულის დღისადმი სპეციალური ტორტები გვაქვს. 25 ლარიანი ტორტები დღეს 20 ლარია. ამავდროულად ვიღებთ შეკვეთებს“ - ამბობს საკონდიტროს თანამშრომელი.

14 თებერვალს არსებული ფასები მარნეულის ბაზარში:

1 ცალი ცოცხალი ყვავილი - 4 ლარი, 3 ცალი - 10 ლარი
1 თაიგული - 60 ლარი
1 ცალი ვარდი - 10 ლარი
1 თაიგული, შეკვეთით - 120 ლარი
დიდი ზომის რბილი სათამაშო- 150 ლარი.

წმინდა ვალენტინის დღე, სიყვარულის დღე — დღესასწაული, რომელიც 14 თებერვალს აღინიშნება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები