დაბრუნდება თუ არა აზერ სულეიმანოვი პოლიტიკაში? - ყოფილი დეპუტატის განმარტება
„მე დეპუტატობას არც ერთ პარტიიდან არ ვაპირებ“ - განაცხადა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აზერ სულეიმანოვმა, რომელიც საქართველოს პარლამენტის დეპუტატი 16 წლის განმავლობაში იყო. ამბობს, რომ მას უკვე საკუთარი თავისთვის ცხოვრება უნდა. სულეიმანოვი აცხადებს, რომ მის ოპონენტებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ.

„სრულიად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აზერ სულეიმანოვმა საარჩევნო კარიერა დაასრულა. მე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ოთხჯერ ვიყავი. არც ერთი პარტიიდან, არც „ქართული ოცნებიდან“ და სხვა პარტიებიდან არ ვაპირებ დეპუტატობას. არც მაქვს მსგავსი აზრი. მაგრამ არის ერთი გამონათქვამი - „არასოდეს თქვა არასოდეს“. დღევანდელ დღეს არ მაქვს ასეთი გეგმა. მსგავსი შეთავაზებაც არ მიმიღია, რომ რომელიმე პარტიიდან ვიყარო კენჭი დეპუტატობაზე. ოპონენტებს უთხარით მშვიდად იყვნენ, მე არ მაქვს მსგავსი აზრი. შეიძლება ვინმეს აქვს. მე დარწმუნებული ვარ რომ ამაზე არ ვფიქრობ. შეიძლება შეთავაზებაც იყოს, მაგრამ მე უკვე ცოტა ჩემთვისაც მინდა ვიცხოვრო. უკვე ახალგაზრდებისთვის გავხსენი გზა. ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი პოლიტიკით დავკავდე. მაგრამ არასდროს არ ვამბობ არასდროს. ანუ, 56 წლის ვარ, ყველაფერი წინ არის“, - განაცხადა აზერ სულეიმანოვმა

აღსანიშნავია, რომ ყოფილი დეპუტატი აზერ სულეიმანოვი 1996-1999 წლებში მარნეულის გამგეობის ეკონომიკის განყოფილების უფროსი იყო. 1999-2003 წლებში მაჟორიტარული წესით აირჩიეს და დეპუტატი გახდა. 2003-2008 წლებში ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა. 2008-2020 წლებში კი კვლავ პარლამენტის დეპუტატი იყო. სუეიმანოვმა 2021 წელს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ამჟმად ყოფილი დეპუტატი პოლიტიკაში აღარაა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები