შაუმიანში სოფლის კრებაზე მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირეს
16 თებერვალს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრება სოფელ შაუმიანში გაიმართა. მოსახლეობამ მხარი გარე განათების მოწყობას დაუჭირა.

სოფლის კრება შაუმიანის N3 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. შაუმიანისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარია გამოყოფილი.

გარდა გარე განათებისა, პრიორიტეტად დასახელდა შიდა გზის მოასფალტება.

სოფლის კრებები მარნეულში 12 თებერვალს დაიწყო.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები