რის გაკეთებას დაუჭირეს მხარი სოფლის კრებაზე ხიხანში
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში სოფლის პროგრამის ფარგლებში სარწყავი არხის შიდა ქსელის მოწყობას დაუჭირეს მხარი. იგივე პროექტი განხორციელდა გასულ წელს ხიხანში 16 000 ლარის ფარგლებში. მოსახლლეობამ კრებაზე სხვა პრიორიტეტული საკითხებიც დაასახელეს.

მათ შორის ტრანსპორტის პრობლემის მოგვარება და დარბაზის მშენებლობა. როგორც ხიხანელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომაადგენლებმა უთხერეს, მათ საჭიროებები დამატებით პრიორიტეტად მოინიშნეს.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები