ხიხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 17 თებერვლიდან განაახლებს
3 დღეა, რაც ხიხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის.

სოფელი მარნეულიდან 32 კილომეტრითაა დაშორებული, ექვსი წელია მოსახლეობას ერთი მუნიციპალური სამარშრუტო ტაქსი კვირაში ოთხჯერ, ემსახურება, თუმცა დგილობრივები ამბობენ, რომ სატრანსპორტო საშუალება ხშირად ფუჭდება და გადაადგილება ჭირს. სამი დღეა, პროფესიულ სასწავლებელში ვერ დადის ნაზი კახაძე, სოფლიდან თბილისში დაბრუნება უჭირს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ლელა ინაშვილს.

ხიხანს ტრანსპორტის პრობლემა ყოველთვის აქვს. წინა დღით უნდა შეუთანხმდე ტაქსს თუ ვინმეს სცალია. თუ ვერ ვიპოვეთ ვინმე, ვეღარ მივდივართ. ტაქსი 40 ლარს ითხოვს აქედან მარნეულში ჩასვლაში. ოთხი დღეა საერთოდ არ დადის ტრანსპორტი , მანამდე კი დღე გამოშვებით ადიოდა. უმეტესწილად ფუჭდება, არის ძველი მარშუტკა.“ - თქვა ნაზი კახაძე

„დღეს ლექცია გავაცდინე მარნეულში, გიშინაც ვერ წავედი. საერთო განცხადება შეტანილი გვაქვს მერიაში. ბავშვებიც გვრჩება ძალიან უყურადღებოდ, არ არის ტრანსპორტი სადმე რომ წავიდნენ ან ცეკვაზე ან ფეხბურთზე. თუ ტაქსი ვნახეთ ხოლმე, მივდივართ, თუ არა და არანაირი შანსი არ გვაქვს.“ - მადონა გაბაიძე

„თბილისში ვერ ვბრუნდები, ვინმეს უნდა ვთხოვო თუ გამიყოლებს. ტრანსპორტის პრობლემა აქ სულ არის. რამდენიმე დღეა საერთოდ არ დადის.“
- ამბობს ლელა ინაშვილი

როგორც რადიო „მარნელს“ მუნიციპალური ავტოპარკის ხელმძღვანელმა, გიგა ჯალაღონიამ განუმარტა, ტრანსპორტი, როემლიც ხიხანის მოსახლეობას ემსახურება, გაფუჭდა და შეკეთება დასჭირდათ. სატოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას ხვალიდან, 17 თებერვლიდან განაახლებს.

„მიკროავტობუსი დაზიანდა, აღვადგინეთ უკვე და და 17 თებერვლიდან გავა ხაზზე. კვირაში 4 დღე დადის. 3 დღე ემსახურება მასწავლებლებს წერაქვში. თბილისიდან მოგვყავს მასწავლებლები წერაქვში. მთიანი ზონაა და ვეხმარებით შეძლებისდაგვარად. ხიხანში როდესაც დადის, დღეში სამ მარშრუტს ასრულებს“

მარნეულის მუნიციპალიტეტს სულ ორი სატრანსპორტო კომპანია, შპს „ექსპრესტურისტი“ და „ავტოპარკი“ ემსახურება. „ექსპრესტურისტი“ კერძო კომპანიაა, ხოლო „ავტოპარკი“ მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები