სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სოფლის კრება ჩატარდა
14 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში სოფლის კრება ჩატარდა. კრება სოფელ სადახლოში, თაზაკენდში, ბურმაში, ხულდერესა და მოლაოღლუში ჩატარდა.

12 თებერვალს მარნეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისაგან შემდგარი ჯგუფები სხვადასხვა სოფლებში მოსახლეობას ხვდება.

სადახლო არა მხოლოდ მარნეულში, არამედ საქართველოში ერთ-ერთი დიდი სოფელია. ამიტომ, პრგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრაში მერიის და საკრებულოს ყველა პოლიტიკური თანამდებიბის პირმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, მერის პირველი მაოდგილე როინ დეკანოიძე, მერის მოადგილე თემურ შუბითიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკენდეროვი.

დეპუტატი ზაურ დარგალი აზერბაიჯანულად გამოვიდა სიტყვით და ქართული ოცნების დაპირებების შესრულებაზე ისაუბრა.

სიტყვით გამოვიდა მარნეულის მერი ქენან ომაროვიც.

„ყოველ წელს სოფლებში სახმელმწიფოს მხარდაჭერით პრიექტების ფარგლებში სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრების ჩატარების ძირითადი მიზანი ცენტრალური ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხის თქვენთვის, სოფლის მაცხოვრებლებისთვის, არსებულ საჭიროებაზე გადაწყვეტილების მიღებაა. ამიტომ დღეს მოვედით თქვენთან, რომ ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. ყოველ წელს სახელმიწფო ყოფს გარკვეულ თანხას. თუ საჭირო გახდა, ადგილობრივი თვითმმართველობაც ამატებს თანხას, მოთხოვნილი პროექტიდან გამომდინარე. ახლა არჩევანი თქვენზეა. მინდა ავღნიშნო, რომ რამდენიმე წლის წინ სპორტული კომპლექსის მშენებლობა გადავწყვიდეთ და ამჟმად კომპლექსის პროექტი მივიღეთ. პროექტის გასაგრძელებლად ახლო მომავალში ტენდერს გამოვაცხადებთ“- ქენან ომაროვი

ქენან ომაროვმა მოსახლეობას მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის და მათ წარმატება უსურვა.

ოფიციალური პირების გამსოვლის შემდეგ შეკრებილმა მოსახლეობამ, სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, გარე განათების მოწყობას დაუჭირა მხარი.

სოფელ ბურმაში ჩატარებულ შეხვედრაზე მაცხოვრებლებიდან ერთ-ერთმა განაცხადა რომ 10 000 ლარი სოფლის საჭიროებების დასაფარად ცოტაა. მათ საბოლოოდ ბურმაში შიდა გზებზე ბეტონის საფარის მოწყობას დაუჭირეს მხარი.

ამასთან ერთად სოფელ ხულდარაში მაცხოვრებლებმა სანიაღვრე სისტემების მოწყობას, მოლაოღლუში კი შიდა გზების მოასფალტებას დაუჭირეს მხარი.

აღნიშნულ 5 სოფლიდან ერთ-ერთში - თაზაკენტის მოსახლეობის 20%-ის დაუსწრებლობის გამო შეხვედრა არ გაიმართა. ამ სოფელში შეხვედრა ხელმეორედ იქნება ჩატარებული.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს.

Print ელ. ფოსტა
თეგები: Kənd Dəstək Proqramı Marneuli
FaceBook Twitter Google