სოფელ წერეთელში საბავშვო სკვერი მოეწყობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში საბავშვო სკვერი მოეწყობა. სოფლის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა რიატუალების სახლის მიმდებარედ 19 თებერვალს გაიმართა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლება შეკრებილ მოსახელობას უთხრეს, რომ მერიაში წერეთლიდან ორი წინადადება იყო დარეგისტრირებული. ერთი შეეხებოდაა სარწყავ არხზე გადასასვლელის მოწყობას ხოლო მეორე, საბავშვო სკვერს. უმრავლესობამ მხარი სკვერი მოწყობას დაუჭირა.

სოფელ წერეთლისათვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო.

სოფლის კრებები მარნეულში 12 თებერვალს დაიწყო.

პრიორიტეტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები 26 თებერვლის ჩათვლით გაიმართება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 232 000 ლარი გამოიყო. თანხა სოფლებზე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდა. თითო სოფელზე მინიმალური თანხა 10 000, ხოლო მაქსიმალური 20 000 ლარს შეადგენს
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები