ტოფიგ აკბეროვი თაზაქენდის სკოლაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდის სკოლაში ტოფიგ აკბეროვი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ინფორმაციას ადასტურებს მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ალი გახრამანოვი და ამბობს, რომ აკბეროვი სკოლის დროებით ხელმძღვანელად დაინიშნა.

„ამ დრომდე დირექტორი მოვალეობას ერთ-ერთი ადგილბრივი, დირექტორის მოადგილე ასრულებდა. ტოფიკმა გასაუბრება გაიარა განათლების სამინისტროში და დაინიშნა დროებით მოვალეობის შემსრულებლად. დიდი ხანია ის სპორტის პედაგოგად მუშაობდა ამ სკოლაში“ - ამბობს გახრამანოვი.

მარნეულის მუნიციპალიტეტში 74 სკოლა ფუქციონირებს, აქედან დირექტორი მხოლოდ 8 სკოლას ჰყავს, 66 სკოლას კი მოვალეობის შემსრულებელი. დირექტორის პოზიციის დასაკავებლად გამოცდების ჩაბარება და გასაუბრების გავლაა საჭირო. მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ტოფიკ აკბეროვი რამდენიმე დღეა რადიო „მარნეულის“ ზარებს არ პასუხობს. ამიტომ, უცნობია, აპირებს თუ არა ის,  მოვალეობის შემსრულებლიდან დირქტორის პოზიციამდე დასაკავებელი გზის გავლას.

დირექტორობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2024 წლის 19 თებერვალს დაიწყო და 29 თებერვალს დასრულდება.

ტესტირების ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის კანდიდატი, რომელიც გადალახავს ტესტირებისათვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები